ანუკი არეშიძე ცნობილია მისი გამორჩეული სტილითა და შემოქმედებითი ხედვით. უკვე 14 წელზე მეტია, რაც მისი ტანისამოსის ხაზი ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით სარგებლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ანუკი ხშირად ფიქრობდა მაკიაჟის ხაზის შექმნაზე, და 2024 წელს საყვარელ მომხმარებლებს AnoukiBeauty გააცნო. მისთვის მაკიაჟი ყოველთვის იყო არა მხოლოდ ყოველდღიური რუტინა, არამედ საკუთარი თავისა და სილამაზის აღმოჩენის გზა.
ბლოგი